მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად იაპონიის მთავრობა საქართველოს, გრანტის სახით ორ მილიონ 800 ათას დოლარს გამოუყოფს. შესაბამის დოკუმენტაციას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ მოაწერეს ხელი.