იაპონიის მთავრობამ შსს-ს ავტოპარკს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა

შსს-ს ავტოპარკი ახალი ავტომობილებით შეივსება. იაპონიის მთავრობამ უწყებას 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.

ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გახსნეს. 2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გადასცა არასაპროექტო საგრანტო დახმარება, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემებმა კორპორაცია მიცუბიშისთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 96 ავტომობილი შეიძინა.