სახანძრო აღჭურვილობის გადმოცემა

იაპონიის მთავრობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო ტექნიკა გადასცა.

ცერემონიას იაპონიის ელჩი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დაესწრნენ. აღნიშნული ტექნიკა ისანი-სამგორის ტერიტორიისთვისაა განკუთვნილი და საჭიროების შემთხვევაში მთელ თბილისს მოემსახურება.

ტექნიკის გადაცემა იაპონიის მთავრობის პროექტის, – „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის,” – ფარგლებში განხორციელდა.