იაპონიის მთავრობა თბილისს მეორად სახანძრო ტექნიკას გადასცემს და მოხეს სოფელში საბავშვო ბაღს ააშენებს. მეორადი სახანძრო ტექნიკა თბილისის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გადაეცემა, ხოლო მოხეს სოფელში აშენებული ბაღი რვა მიმდებარე სოფლის ბავშვებს მოემსახურება.
ორივე პროექტი გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც დახმარებას მცირემასშტაბიან პროექტებს უწევს და მიზნად საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს.