საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით, აუცილებელია, შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგეს. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადასცემენ ოჯახს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს.