რატომ ყოვნდება ამ დრომდე დაღუპულის ცხედრის გადმოცემა ოჯახისთვის და რატომ არ ათავისუფლებენ ცხინვალის იზოლატორში მყოფ საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს, გაუგებარია იან კელისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ტატუნაშვილებს უსამძიმრებს. დიპლომატი შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ტატუნაშვილის საკითხზე რუსეთის მხარეს ესაუბრება და პროცესი გაგრძელდება.
დღესვე საკითხზე ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა გაერო-ს ელჩმა. ელჩი გამჭვირვალე გამოძიების, ცხედრის სასწრაფოდ გადმოსვენების და ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს.
განცხადება კიდევ ერთხელ გაკეთდა საქართველოს დიპლომატიურ უწყებაშიც.