იან კელი - სახალხო დამცველის ინსტიტუტი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია

შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ომბუდსმენის ინსტიტუტის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. იან კელის განცხადებით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ომბუდსმენს მხარს უჭერს მესამე სექტორიც, თუმცა უჩა ნანუაშვილი კვლავ უმრავლესობისა და სასამართლო ხელისუფლების კრიტიკის ადრესატია.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშში უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ საჯარო პირების წინასწარმა განცხადებებმა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შეუწყო ხელი.