გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმე. დღეს ბრალდების მოწმეები გამოიკითხნენ. საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლოს წინაშე ხუთი მოწმე წარდგა. ის პირები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს და ასევე მოკლული გოგონას მეზობლები.
ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ადვოკატის განცხადებით, ამ დრომდე გამოძიებას არ წარმოუდგენია ისეთი სახის პირდაპირი მტკიცებულება და მოწმის ჩვენება, რომელიც დაადასტურებდა ნებიერიძის ბრალეულობას. ნებიერიძე კი ამ საქმეზე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.