საერთაშორისო გადაზიდვების უმნიშვნელოვანეს საზღვაო მაგისტრალზე, წითელ ზღვაში კომერციული გემის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ იღებენ და აცხადებენ, რომ ამგვარად ეხმარებიან ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს. „ჰუსიტების“ დარტყმები აფერხებს მარშრუტს, რომელიც შეადგენს გლობალური საზღვაო ტრაფიკის დაახლოებით 12%-ს და აიძულებს კომპანიებს აფრიკის გარშემო უფრო გრძელი, უფრო ძვირი მარშრუტის გავლას. წითელ ზღვაში მიმდინარეობს ევროკავშირის საზღვაო მისია, რომლის მონაწილე ქვეყნებს აქვთ მანდატი დაიცვან კომერციული გემები და შეაჩერონ თავდასხმები, მაგრამ არ მიიღონ მონაწილეობა ხმელეთზე „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმებში.