აშშ-ის თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო

12:25, 15.01.2024

აშშ-ის თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, აშშ-ის საზღვაო ძალების მიმართულებით იქნა გაშვებული, – ინფორმაციას აშშ-ის სამხედროები ავრცელებენ.

შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჩამოგდებული რაკეტა „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წითელ ზღვაში გაისროლეს. დაშავებულებისა და დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი