აშშ-ის თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, აშშ-ის საზღვაო ძალების მიმართულებით იქნა გაშვებული, – ინფორმაციას აშშ-ის სამხედროები ავრცელებენ.
შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჩამოგდებული რაკეტა „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წითელ ზღვაში გაისროლეს. დაშავებულებისა და დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.