ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება.

რაიონში სურსათის დეფიციტია. პრობლემას რუსეთის საზღვარზე დაწესებული ახალი შეზღუდვები ქმნის. გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალში რუსეთიდან შესატან ტვირთს საბაჟო-გამშვებ პუნქტთან დამატებით შემოწმებას უტარებენ, რის გამოც სხვადასხვა, მათ შორის სასურსათო პრიდუქტის გადატანა ფერხდება. შედეგად კიდევ უფრო მძიმდება ახალგორში არსებული ვითარება. რაიონი, რომელიც ე. წ. გადასასვლელის ჩაკეტვის გამო უკვე მეექვსე თვეა იზოლაციაშია მოქცეული, ცხინვალიდან სურსათსაც ვეღარ მიიღებს. ამ ყველაფერს ემატება საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება. გარდა იმისა, რომ ახალგორში მცხოვრებ ადამიანებს თბილისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებადაც კი არ უშვებენ, მათ უკვე ქართულწარწერიანი წამლების მიღების უფლებასაც ართმევენ.