რუსეთი უკრაინაში დილის 09:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აცხადებს და ჰუმანიტარულ დერეფნებს ხსნის. აღნიშნული საფრანგეთის პრეზიდენტის თხოვნის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებაა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება კიევის, მარიუპოლის, ხარკოვისა და სუმის მაცხოვრებლებისთვის. რუსული მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ ევაკუაციის უწყვეტ მონიტორინგს, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. რუსეთის მთავრობა უკრაინის ხელისუფლებისგან, ასევე ქალაქების ხელმძღვანელობისგან კონკრეტულ ქმედებებს ელოდება.