თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა პარტია „ლელომ“. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ტვირთი მეზობელ ქვეყანაში თურქეთის საელჩოსთან კოორდინაციით იგზავნება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების 5 ტვირთი უკვე გაიგზავნა. ასევე უკვე ცნობილია, რომ დამატებითი ტვირთის გადაგზავნა მომდევნო კვირის დასაწყისში, ორშაბათს ან სამშაბათს იგეგმება.