ჰუმანიტარული დახმარება თურქეთისთვის

პრემიერის ინიციატივით, თურქეთში სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად მილიონი ლარი გამოიყო. ამ თანხის მობილიზება სარეზერვო ფონდიდან მოხდა. განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვა საჭიროებების შესყიდვასა და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება.