„ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში მშვიდობას და შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას“ – ეს არის ამონარიდი საქართველოში გერმანიის ელჩის გამოსამშვიდობებელი განცხადებიდან.
ჰუბერტ ქნირშს ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა 4-წლიანი ვადა ამოეწურა. „ერთი რამ ნათელია, გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება“, – ამბობს გერმანელი დიპლომატი საკუთარ ვიდეომიმართვაში. გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის.