თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქცია.
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ლგბტ თემის თვითორგანიზებული ჯგუფის წარმომადგენლები, არასამთავრობოები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.
მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება იყო. ცოტა ხნის წინ აქციაზე ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს.