მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქცია იგეგმება, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია [ფოტო, ვიდეო]

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქცია იგეგმება, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამართალდამცველებს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ გვერდით მდებარე ასასვლელთან, ასევე, ლეონიძის ქუჩაზე ინგოროყვას ქუჩის კვეთასთან გზა გადაკეტილი აქვთ. ქუჩების ნაწილი სპეციალური ჯებირებითაა ჩაკეტილი.

ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ხელმძღვანელი გიგა ნიკოლეიშვილი, მობილიზებულია პოლიცია.

გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, მობილიზება პრევენციის მიზნით ხდება.

მისი თქმით, პოლიცია „ქართული იდეის“ წევრებს ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციაზე მისვლის საშუალებას არ მისცემს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას ლგბტ თემის წევრთა თვითორგანიზებული ჯგუფი აანონსებს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, პარლამენტის შენობასთან „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წევრები დააკავეს.  როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის წევრებმა კანცელარიის შენობასთან ასვლა სცადეს.