„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევა

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ სათაურით – „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ ანგარიში გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად, 2020 წელს აშშ-მ ყურადღება უნდა გაამახვილოს ხუთ მთავარ პრიორიტეტზე. მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობისთვის ბიძგის მიცემაზე, ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერასა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე. მასში აღნიშნულია, რომ 2020 წელი აშშ-საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წელი იქნება.