იაპონიის ქალაქ ოსაკაში, წლის მეორე სუპერტურნირი – ჰარუ ბაშო დაიწყო.
ლევან გორგაძემ ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად რვა ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.
ტურნირის პირველ დღეს ტოჩინოშინი მეორე მაეგაშირა დაიეშოს შეხვდა და დაამარცხა. ბაშოს მე-2 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე 32 წლის ყოფილი სეკივაკე, მიო გირიუ იქნება.
ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ლევან გორგაძეს აქვს. ქართველმა სუმოისტმა მეტოქეს 12-ჯერ მოუგო და 8-ჯერ წააგო.