გზის რეაბილიტაცია მესტიის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში, 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტირებული მონაკვეთი,  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ   დაათვალიერეს.

რეაბილიტირებული მონაკვეთი უღვირის უღელტეხილზე იწყება და სოფ. იფარამდე მიდის. პროექტის ფარგლებში მოეწყო 10 კმ. სიგრძის ბეტონის გზა და რეაბილიტირდა ორი ხიდი. ასევე, მოეწყო ავტობუსის გაჩერებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები.