ადიგენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სოფელ უდეში, ე.წ. ზაზათუბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 610 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე, რკინა-ბეტონის საფარი დაიგო, აგრეთვე სანიაღვრე არხები, გაბიონები და ეზოში შესასვლელები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. სამუშაოები ორ ეტაპად წარიმართება. საერთო ღირებულება ჯამში 1 268 999 ლარს შეადგენს.