მეწყრული პროცესები სოფელ უდეში

საფრთხის შემცველი ზონები ადიგენში.

გეოლოგების ჯგუფი სოფელ უდეში ჩავიდა. მიზეზი მეწყრული პროცესების გააქტიურებაა. დასახლება მეწყრულ ზონაშია. გეოლოგებმა ის ადგილები შეისწავლეს, სადაც მეწყერის ჩამოწოლის საკმაოდ დიდი რისკია, რაც ადგილობრივთა ნაწილს დიდ საფრთხეს უქმნის. რეკომენდაციაა, რომ ხუთმა ოჯახმა სოფელი სასწრაფოდ დატოვოს. დასახლებაში მცხოვრები სხვა ოჯახების საკითხი კი საბოლოო დასკვნის მომზადების შემდეგ გადაწყდება.