2022 წლის ბოლომდე ქვეყნის ყველა მთავარ მაგისტრალურ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებული იქნება.
ასეთია ხელისუფლების გეგმა. მანამდე კი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ექვს თვეში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინა. უწყების მთავარ გამოწვევად აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი რჩება. 430-კილომეტრიანი მაგისტრალიდან 200 კილომეტრი ჩქაროსნული გზა უკვე გაყვანილია, ამ დროისთვის კი სამუშაოები 140-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. მათ შორისაა რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი, სადაც 100-მდე ხიდი და 53 გვირაბი უნდა აშენდეს. ჩქაროსნული გზის გაყვანა იგეგმება კობი-გუდაურის მონაკვეთზეც.