პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდს უკვე 14-წლიანი ისტორია აქვს. შექმნიდან 11 წლის შემდეგ საოპერო ვარსკვლავმა „იავნანას“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდი“ დააფუძნა, რაც პოლიტიკაში მოსვლის წინაპირობა იყო. ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში მსოფლიო ბანმა საკუთარი მიზნების შესახებ ღიად განაცხადა და პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ შექმნა. თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბურჭულაძის გუნდი არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ცნობილმა სახეებმა პარტია ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. თითქმის დაშლილ გუნდს არჩევნების შემდეგ მალევე თავად პაატა ბურჭულაძეც დაემშვიდობა.