საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი პოლონეთში გასამგზავრებლად ემზადება.
ქალაქ გლივიცაში გიორგი როსტიაშვილი 24 ნოემბერს დათო ევგენიძის სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“ წარდგება. „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებული სპეციალურ იმიჯსაც მოირგებს, რაზეც მხატვარ-დიზაინერი, შაკო პოპიაშვილი მუშაობს. საბავშვო ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული 19 კონკურსანტს შორის გამოვლინდება.