დღეს ცნობილ მთამსვლელსა და ფოტოგრაფს გურამ თიკანაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. მის იუბილეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის გურამ თიკანაძის მუზეუმში გამოფენა მიეძღვნა. წარმოდგენილია 50-ზე მეტი ფოტონამუშევარი. მათ შორის ცნობილი ფოტო „მიხეილ მესხი უტევს“, „სვანი ბავშვი“, თბილისის 50-იანი წლების ბოლოს ქუჩები, ასევე აზიური ფოტოები.
გურამ თიკანაძის იუბილეს ლატალში ყოველ წელს აღნიშნავენ და ღონისძიებას „გურამობა“ ჰქვია. ღონისძიებას გურამ თიკანაძის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ცნობილი მთამსვლელი და ფოტოგრაფი.