საქართველოს ეროვნულ არქივში მე-16 საუკუნის ხელნაწერის – გულანის რესტავრაცია და სამეცნიერო შესწავლა დასრულდა. აღდგა 500 წლის განმავლობაში დაზიანებული ფურცლები. ლევან პირველი დადიანის კუთვნილი წიგნი საღვთისმეტყველო-ლიტურგიკულ თხზულებებთან ერთად, საუფლო-დღესასწაულთა სცენების ამსახველ 12 მინიატიურას მოიცავს. გულანის ელექტრონული ვერსია მალე ინტერნეტ პლატფორმაზეც განთავსდება.
დეტალები ნატა ტაბიძის და ბესო გაფრინაშვილის სიუჟეტში.