„ლელო საქართველოსთვის“ აქცია პარლამენტთან

„დაიცავი გელათი!“, „ვკარგავთ საქართველოს!“ – ამ და მსგავსი შინაარსის ლოზუნგებით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. პარლამენტთან შეკრებილების თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გელათის რესტავრაციის პროცესმა ძეგლი ნგრევამდე მიიყვანა. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს „გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის“ რეკომენდაციები – რაც მათ უშუალოდ რესტავრაციის პროცესზე გასცეს, გახსნას კარი და ჩართოს პროცესში საერთაშორისო თუ სხვა ქართველი მეცნიერები.