იანვრის მეორე კვირაში წინა კვირასთან შედარებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და ასი ათას ადამიანზე 219 შემთხვევა შეადგინა.
გაზრდილია სეზონური ვირუსის გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორივე მონაცემი შემცირებულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში გაზრდილია ვაქცინაციის მაჩვენებელი და სახელმწიფოს მიერ შამოტანილი ვაქცინა რისკის ჯგუფში შემავალმა 97 ათასმა ადამიანმა გაიკეთა. არსებულ სიტუაციაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადეგების გახანგრძლივების მიზეზს ვერ ხედავს.
შეგახსენებთ, რომ ბაღები და სკოლები მუშაობას 15 იანვარს განაახლებენ.