ეპიდემიური ვითარება საქართველოში

გართულებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში და გავრცელებული სხვადასხვა რესპირატორული ინფექციები, მათ შორის კორონავირუსი. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ცირკულირებს სამი ტიპის სეზონური ვირუსი. განსაკუთრებით რთული ვითარება ბავშვებში და ბავშვთა კლინიკებშია. აღნიშნულ ვირუსულ ინფექციებს მაღალი სიცხე და ხველა ახასიათებს, რომელიც ხშირად ფილტვების ანთებას იწვევს. მედიკოსები ვირუსის გავრცელების პიკს იანვარში პროგნოზირებენ.