გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა მოსახლეობასთან  

გაერთიანებული ოპოზიციის მოძრაობის, – „ძალა ერთობაშია“, – კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჩუღურეთში კლდიაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს მოძრაობის ხედვები გააცნო.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტი იქნება ორიენტირებული განათლებაზე, ჯანდაცვასა და მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებზე, ასევე მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, ქვეყნის მრავალპარტიული მმართველობა და ადამიანის უფლებები     იქნება მათი პრიორიტეტები.