გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში შეხვედრა გამართა. გრიგოლ ვაშაძე ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.
მისი განცხადებით, ოკუპაციის ხაზთან მიმდებარე სოფლებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მოხდება ოკუპაციით მიყენებული ზიანის კომპენსაცია.