გრიგოლ ვაშაძე სამეგრელოში ამომრჩევლებს შეხვდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძემ  შეხვედრები გამართა სამეგრელოში. მოძრაობა ძალა ერთობაშია პრეზიდენტობის კანდიდატი სოფელ ახალი აბასთუმნისა და შამგონის მცხოვრებლებს შეხვდა. საუბარი სოფლების საყანე ტერიტორიაზე კარიერის მოწყობას შეეხო. ადგილობრივების თქმით , ისინი ძირითადი საარსებო წყაროს გარეშე რჩებიან და ჩნდება ეკოლოგიური საფრთხეები. საკითხის მოგვარებაში გრიგოლ ვაშაძემ ადგილობრივებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.