გრიგოლ ვაშაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საკითხები განიხილეს. ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციამ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტებს სპეციალური კვლევა ჩაატარებინა, რომლის მიხედვითაც ახალი სისტემის შექმნის პრინციპები შემუშავდა. საკუთარი ხედვების შესახებ მომზადებული დოკუმენტი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გააცნეს.