გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი მუხრანის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა.
გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ. მათი განცხადებით, მოსახლეობას არ აქვს შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად.
ვაშაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მისი გუნდის მიზანი, ინვესტიციების მოძიების ზრდით საწარმოების შექმნის ხელშეწყობა იქნება.