გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობს.
გაერთიანებული ოპოზიცია ეკონომისტებს საარჩევნო პროგრამის ხედვებს აცნობს, სადაც აქცენტი საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და რეგიონების ეკონომიკური განვითარების ჩართულობაზეა გაკეთებული.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ექსპერტების მოსაზრებების გაზიარების შემდეგ საკუთარ საარჩევნო პროგრამაში ცვლილებების შეტანას გეგმავენ.