გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გრიგოლ ვაშაძე, გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად, ამბროლაურში იმყოფებოდა.
ბუგეულის თემში მთავარ პრობლემად უმუშევრობა, გაჩერებული პროექტები და გაზმომარაგების არარსებობა დასახელდა. ვაშაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და პრიორიტეტად ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარება დაასახელა, რაც რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა უნდა გახდეს.