მსოფლიო მის შესახებ ჯერ კიდევ 24 წლის ასაკში ალაპარაკდა. ის იმ ერთეულ საოპერო მომღერლებს შორისაა, რომლებსაც სოპრანოს და მეცო-სოპრანოს რეპერტუარის შესრულება შეეძლოთ. გრეის ბამბრი საქართველოშია და ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის ჟიურიშია.
პარალელურად, მსოფლიო დონის სოპრანო დამწყები მომღერლებისთვის მასტერკლასებს ატარებს.
გრეის ბამბრის გვანცა გიორგაძე შეხვდა, რა დროსაც ცნობილმა შემსრულებელმა მისი კარიერის საინტერესო ეპიზოდები გაიხსენა.