მედეა ამირანაშვილის დაკრძალვა

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი მედეა ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საიდანაც გამოჩენილი ქართველი სოპრანო კოლეგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

1954 წელს, სწორედ ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა მისი დებიუტი და მას შემდეგ ამ თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, სოპრანო მედეა ამირანაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.