ხმაური და დაპირისპირება გორში. ადგილობრივები ბუნებრივ აირზე დარიცხულ გადასახადს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები სოკარ ჯორჯია გაზის გორის სერვისცენტრში რამდენიმე წუთის წინ შეიჭრნენ. მოსახლეობის ნაწილს ეჭვი აქვს, რომ სოკარ ჯორჯია გაზისგან დეკემბრის თვის ხელოვნურად გაზრდილი გადასახადი მიიღეს.
სერვისცენტრის მენეჯერი მოსახლეობის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. გიგა გრიგალაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობას ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი მოეჩვენა.