გორში, მძიმე ინტოქსიკაციის შედეგად, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ორი პირი კი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
შემთხვევა სამეფოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. ერთი გარდაცვლილი და ორი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დღეს დილით მეზობელმა იპოვა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.