გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

გორში, მძიმე ინტოქსიკაციის შედეგად, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ორი პირი კი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

შემთხვევა სამეფოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. ერთი გარდაცვლილი და ორი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დღეს დილით მეზობელმა იპოვა,       ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.