გორში 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს კომისია განიხილავს
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია გორში 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმის შევსებაა, რის საფუძველზეც, დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭებათ.
გორში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 1221-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. აღნიშნული ოჯახები, მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.