უხვი ნალექის შედეგად გორი და გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. სეტყვას ძლიერი წვიმა უძღოდა.
ხიდისთავში წვიმამ გზაზე ქვიშა ჩამოშალა. სეტყვამ განსაკუთრებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ტინისხიდი დააზარალა. წყალი შევარდა გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, დაიტბორა პირველი სართული და ეზო.
გამოძახების ადგილებზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.