მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებული მერობის კანდიდატი პარტია „თავისუფალი საქართველოდან“, გოგი წულაია ამომრჩეველს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგურ სვირში შეხვდა.
წულაიამ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა პარტიის თავმჯდომარესთან, კახა კუკავასთან ერთად გააცნო. ამომრჩეველთან შეხვედრაზე სოფლის ინფრასტრუქტურასთან, წყლით და ბუნებრივი აირით მომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.