გლდანში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია

გლდანში, ვეკუას ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს გაუჩნდა. გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 15 სახანძრო სამაშველო ბრიგადა.