მმართველი გუნდის ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სოფელ სვერის, ცხრუკვეთის, თვალუეთისა და გეზრულის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე, როდესაც გივი მოდებაძე ჭიათურის მერის მოვალეობას ასრულებდა.
პროექტებს შორის იყო წყალმომარაგების ქსელის გაუმჯობესება და გზების რეაბილიტაცია. გივი მოდებაძის განცხადებით, ის ჭიათურაზე ზრუნვას მოსახლეობასთან ერთად გააგრძელებს.