გიორგობის დღესასწაული წმინდა მიწაზე

ქართული გალობა და ემოციური კადრები ისრაელის ქალაქ ლოდიდან.

წმინდა მიწაზე ჩასულმა ქართველმა მომლოცველებმა დღეს წმინდა გიორგის საფლავი მოილოცეს. წმინდანის სახელობის ტაძარში წირვა ბერძნულ და ქართულ ენებზე შესრულდა. ლიტურგია ბერძენ წინამძღვართან ერთად ქართველმა სასულიერო პირებმაც ჩაატარეს. საფლავზე მართლმადიდებლური ეკლესია მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა. გიორგობა ისტორიულ ადგილზე, – ლოდში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა.