ალავერდში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, რამდენიმე სტუმარ მღვდელმთავართან ერთად აღავლინა. ალავერდის ეპარქიაში იმყოფებიან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ მოწვეული მღვდელმთავრები – კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბელგიის მიტროპოლიტი, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის მთავარეპისკოპოსი, მათ შორის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი მეუფე დოსითე, რომლის დახმარებითაც სტუმრები წმინდა ადგილებს მოილოცავენ.